მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია“ - მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მორავეცკიმ აღნიშნა, რომ რუს დიქტატორს ხელში ბევრად უფრო საშიში იარაღი აქვს, ვიდრე გასული საუკუნის დიქტატორებს ჰქონდათ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთმა საინფორმაციო სივრცე მილიონობით ყალბი ამბებით დააზიანა. ამიტომ, მსოფლიოს სჭირდება „დეპუტინიზაცია“.

„რუსული სამყაროს“ პუტინის იდეოლოგია მე-20 საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ტოლფასია. ეს არის იდეოლოგია, რომლითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებსა და პრივილეგიებს თავისი ქვეყნისთვის. ის უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

მორავეცკიმ, ასევე, კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებაზე 9 მაისის აღლუმზე, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთი დღეს „ნაციზმს“ ებრძვის.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი, მაგრამ არ ახსენებს ომის შემდგომ ათწლეულებს სსრკ-ს რეპრესიებსა და ექსცესებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

„პუტინი არ არის ჰიტლერი ან სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. თუ ევროპა არ შეაჩერებს მას, პუტინი რუს ჯარებს კიდევ უფრო ევროპაში გაგზავნის. ჩვენზეა დამოკიდებული, სად შევაჩერებთ მას“, - განაცხადა მორავეცკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️კიევი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება განხორციელდეს - კლიჩკო

✔️დონბასში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის 9 შეტევა მოიგერიეს და 8 ტანკი გაანადგურეს

✔️დამპყრობლები დონეცკის მიმართულებით შეტევას ცდილობენ - უკრაინის გენერალური შტაბი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან რუსული კა-52 ჩამოაგდეს

✔️ „ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის“ - ჯო ბაიდენმა რუსეთი სურსათის გლობალურ დეფიციტში დაადანაშაულა