მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

კრემლის ლიდერი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.  

როგორც მან ტელემიმართვაში აღნიშნა, ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია.

„ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.

პუტინმა ასევე „გარე ძალებს“ მიმართა, რომლებსაც რუსეთისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ და აღნიშნა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს. 

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კრამატორსკში, ოდესაში, ხარკოვსა და კიევში აფეთქებების ხმა ისმის. რაც შეეხება დონბასს, იქ ფრონტის მთელ ხაზზე ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ამავე სააგენტოს ცნობით, პუტინმა უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა, მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა და სახლში დაბრუნება ურჩია.  

🔴 უკრაინელებმა ორი რუსული ტანკი და სატვირთოები გაანადგურეს

🔴 რუსეთის არმია აცხადებს, რომ თავდასხმისას უკრაინელ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ

🔴 კიევი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იბომბება - ჟურნალისტი

🔴 პუტინმა ომის გზა აირჩია - ბაიდენი

🔴 უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

🔴 უკრაინამ საომარი მდგომარეობა შემოიღო