მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინო, დააბრუნე ჩვენი ბიჭები“ - ერევანში დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლების აქცია მიმდინარეობს

ერევანში დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლების აქცია მიმდინარეობს

23 ნოემბერს, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი როგორც ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო აქტორებს მათი დატყვევებული, დაკარგული ვაჟების დაბრუნებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები რუსეთის საელჩოსთან იკრიბებიან. მათ თან აქვთ სომხურ და რუსულ ენებზე პლაკატები, რომელთაც აწერიათ: „პუტინო, დააბრუნე ჩვენი ბიჭები“, „არ დაუშვათ სომხეთსა და რუსეთს შორის ძმობა დაიშალოს“, „დააბრუნეთ სომეხი ტყვეები აზერბაიჯანიდან“, „დაკარგულები მძევლები არიან ალიევის ხელში“, „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, დაგვეხმარე შვილების დაბრუნებაში“.

ერთ-ერთი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნათესავმა, არსენ ღუკასიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, დაკარგული ბიჭების სტატუსი სწრაფად გაირკვეს და სასწრაფოდ დააბრუნონ სამშობლოში.

„სამი დღეა ვემზადებით პუტინის ვიზიტისთვის. ვინაიდან რუსეთი მესამე მხარე იყო 9 ნოემბრის განცხადებაში და მე-8 პუნქტი დღემდე არ არის შესრულებული, მოვითხოვთ, რომ იყოს თანმიმდევრული და გამოიყენოს ყველა ბერკეტი ჩვენი შვილების დასაბრუნებლად. ჩვენი მიმართვა არა მხოლოდ მას, არამედ ყველას ეხება“, - განაცხადა ღუკასიანმა.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი - ბრიტანული დაზვერვა

👉 „ვარდების რევოლუციიდან 19 წლის თავზე რომ ქურქუმალ ვაიტის გარდა, შესათავაზებელი აღარაფერი გაქვს პარტიას, კი უნდა გამოაცხადო თვითლიკვიდაცია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 ბრიტანეთმა უკრაინას პირველად გადასცა Sea King-ის სამი ვერტმფრენი - ბენ უოლესი

👉 „თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში“ - ხატია დეკანოიძე

👉 „თაკო, გეყოფა, გრცხვენოდეს“ - ანზორ მელია თაკო ჩარკვიანს