მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა

თურქეთის პრეზიდენტი

ალასკაში ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ პუტინს შორის ალასკაში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა. ჩვენ მივესალმებით ალასკის სამიტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი პროცესი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას. თურქეთი მზადაა, ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში“, - წერს თურქეთის პრეზიდენტი.