აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ნაცების ე.წ „ტოპ-ტვინებს“ მშვიდობისადმი, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია დავით დარჩიაშვილის გია ნოდიას და რომან გოცირიძის მიერ ტრამპისა და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს.
გამსახურდიას განცხადებით, სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო მათი შემკვეთების და თვითონ ოპოზიციის შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.
„აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ნაცების ე.წ „ტოპ-ტვინებს“ მშვიდობისადმი. სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო ამათი შემკვეთების და თვითონ ამათი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა. თავისთავად, პოლიტიკურ გუნდთან ერთად. თვითონ შინაარსობრივად კი, თავიანთი ახალი და ძველი მესიჯებით, ნათლად ჩანს რომ ვერ იტანენ პრეზიდენტ ტრამპს.
სალომე ზურაბიშვილის და მამუკა ხაზარაძის, ყოვლად სამარცხვინო ვოიაჟების მერე აშშ-ში, რომელმაც ნულოვანი შედეგი გამოიღო მათთვის, უკვე თვითონ და მათი ე.წ „მედია“ აშკარა და ღია ლანძღვაზე გადავიდნენ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის“, - წერს გამსახურდია X-ზე.