მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე დარჩიაშვილის განცხადებაზე: საქართველოში არსებობს „ომის მინი-პარტია“ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დონის მოლაპარაკე თავებით, იკითხავთ, რატომ სურთ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს და ჩვენც ჩავერთოთ?! იმიტომ, რომ იციან „ომის დიდი პარტიის“ პოზიცია - უკრაინაში ომი ჯერ არ უნდა დასრულდეს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე

საქართველოში არსებობს „ომის მინი-პარტია“ წარმოდგენილი ნაცმოძრაობის სხვადასხვა დონის მოლაპარაკე თავებით, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ომი უნდათ, მაგრამ ომის ერთი ადგილი არა აქვთ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგის, დავით დარჩიაშვილის განცხადებას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს უკრაინაში ომის გაგრძელება და მასში საქართველოს ჩართვა, რამდენადაც მათთვის ცნობილია „ დიფ სთეითის“ პოზიცია უკრაინაში ომის ჯერ არ დასრულების თაობაზე, შესაბამისად მათთვის დონალდ ტრამპი, რა თქმა უნდა „ბრიყვია“.

„საქართველოში არსებობს „ომის მინი-პარტია“ წარმოდგენილი ნაცმოძრაობის სხვადასხვა დონის მოლაპარაკე თავებით, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ომი უნდათ, მაგრამ ომის ერთი ადგილი არა აქვთ.

იკითხავთ ბუნებრივია, თუ რატომ სურთ საქართველოში ომი და არ სურთ მშვიდობა? რატომ უნდათ რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს და ჩვენც ჩავერთოთ?! იმიტომ, რომ იციან უფროსი ძმის - „ომის დიდი პარტიის“ პოზიცია - უკრაინაში ომი ჯერ არ უნდა დასრულდეს.....

მათთვის ტრამპი რა თქმა უნდა „ბრიყვია“ და შესაბამისად, ალიასკაში ტრამპ-პუტინის სამიტის სლოგანიც „მშვიდობის ძიებაში,“ იგივეა რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. ისე, თუ საქართველოში ომი დაიწყო, იცით სად იქნება ეს „ომის პარტია?“ სწორია! საქართველოდან შორს და უკვე იქიდან გვეტყვიან, რომ თბილისზე ბომბები უნდა ავიტანოთ, რომ ვიღაცების წინაშე არ შევრცხვეთ“,- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.