მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით - Reuters

რუსეთის პრეზიდნტი

მოსკოვმა ინდოეთს 500-ზე მეტი პროდუქტის სია გაუგზავნა - რუსეთი ინდოეთს სთხოვს მიაწოდოს გარკვეული პროდუქტები, მათ შორის, მანქანების, თვითმფრინავებისა და მატარებლების ნაწილები, - ამის შესახებ „როიტერი“ 4 წყაროზე დაყრდნობით იუწყება

მედიის ცნობით, სია, რომლის ვერსია გამოცემამ ნიუ დელიში ნახა, დროებითია და გაურკვეველია, რამდენი პროდუქტი იქნება ექსპორტირებული საბოლოოდ და რა რაოდენობით.

წყარომ, ინდოეთის მთავრობიდან განაცხადა, რომ მოთხოვნა უჩვეულო იყო თავისი მოცულობით.

„ინდოეთს სურს ამ გზით გააძლიეროს ვაჭრობა, რადგან ის ცდილობს შეამციროს რუსეთთან სავაჭრო დეფიციტი. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა შეშფოთება დასავლეთის სანქციების პოტენციური დარღვევის გამო“, - აღნიშნავს წყარო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს ბირთვულ ცდებს, უპრეცედენტო პასუხს გავცემთ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

✔️ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა - რიში სუნაკი

✔️ კომპანია Apple App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება - ილონ მასკი

✔️ 🎥 ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდმა აქტიურმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო