მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო - ISW

რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო

რუსეთმა ცოტა ხნის წინ შეცვალა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, - ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი. 

ანალიტიკოსების თქმით, უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები მიუთითებს კრემლის დისფუნქციაზე საომარ მოქმედებებში.

რუსული მასმედია ადრეც წერდა რუსეთის არმიაში საკადრო ცვლილებების შესახებ. მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების ამჟამინდელ მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვს, ცენტრალური სამხედრო ოლქის შტაბის ამჟამინდელი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი შეცვლის. ეს უკანასკნელი სამსახურიდან გაათავისუფლეს უკრაინაში წარუმატებლობისა და მედესანტეებს შორის დიდი დანაკარგისთვის.

კრემლი, სავარაუდოდ, სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურად დანიშნავს არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს, რომელიც ახლა საჰაერო ძალებს მეთაურობს. ეს ნიშნავს, რომ სუროვიკინი რეალურად შეცვლის „სპეციალური ოპერაციის“ ამჟამინდელ მეთაურს ალექსანდრე დვორნიკოვს.

Bellingcat-ის გამომძიებლების თქმით, პუტინი დვორნიკოვის მოცილებას გეგმავდა რუსული ძალების მიმართ უნდობლობის გამო. ამავდროულად, CIT-ის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ დვორნიკოვი უკვე შეიცვალა და რომ „სპეციალურ ოპერაციას“ ახლა ხელმძღვანელობდა გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ჟიდკო, რომელიც ადრე ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტს.

ანალიტიკოსების თქმით, ცალკე მეთაურის დანიშვნა და საჰაერო თავდაცვის მეთაურის შეცვლა ძირითადი საომარი მოქმედებების ფონზე არის რადიკალური ნაბიჯი, რაც მიუთითებს სერიოზულ კრიზისზე რუსეთის უმაღლეს სარდლობაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია - მარია ზახაროვა

👉 ომის დაწყებიდან დღემდე 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - არესტოვიჩი

👉 რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება შეიძლება, სუვალკის დერეფანში მოხდეს - Politico

👉 უკრაინელი პარტიზანები ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლების საშუალებას არ აძლევენ - ISW

👉 „აშშ ვერ შეძლებს საერთაშორისო საქმეებში რუსეთს ხმა ჩამოართვას“ - სერგეი ლავროვი