მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ

პუტინის 5-ე ვადა

რუსეთის დუმის 11-მა დეპუტატმა პარლამენტს მოუწოდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარება შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

11-მა დეპუტატმა, მათ შორის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა, აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს ორი რეგიონი დამოუკიდებლად აუცილებლად უნდა აღიაროს, რათა მათი მოსახლეობა გარე საფრთხეებისგან დაიცვას.

„რუსეთის სახელმწიფო დუმა მოგმართავთ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თხოვნით, განიხილოთ რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ჯარებს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებიდან აქტიურად ებრძვიან.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

🔴  ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

🔴  უკრაინის სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა