მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ჯარში წვერის ტარების აკრძალვამ გერასიმოვისა და შოიგუს კრიტიკა გამოიწვია - ბრიტანული დაზვერვა

შოიგუ და გერასიმოვი

უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული ძალების ახლად დანიშნული მეთაური ვალერი გერასიმოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჯარში ყოველდღიური დისციპლინის მოწესრიგების გადაწყვეტილების გამო, უკრაინაში არსებული რეალობისგან სულ უფრო მოწყვეტილად ითვლებიან, - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის რეზიუმეშია აღნიშნული. 

ბრიტანეთის სადაზვერვო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინაში რუსული ჯარის შედეგების გაუმჯობესების სურვილით, გერასიმოვმა და შოიგუმ სამხედროების დისციპლინის „მოწესრიგება“ დაიწყეს. 

მას შემდეგ, რაც გერასიმოვი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, ჯარისკაცებს არაფორმალური ჩაცმულობა, სამოქალაქო მანქანებით მგზავრობა, მობილური ტელეფონების გამოყენება და თმის უჩვეულო ვარცხნილობისა და წვერის ტარება აეკრძალათ. 

აღნიშნულ ცვლილებებს განსაკუთრებული სკეპტიციზმით შეხვდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები. მათ გერასიმოვის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ფარსი უწოდეს, რომელიც „მტრის განადგურების პროცესს შეაჩერებს“. 

გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვის რეზიუმეში აღნიშნულია, რომ გერასიმოვი ფოკუსირება ძირითადად მეორეხარისხოვან რეგულაციებზე, განიხილება, როგორც რეალობისგან მოწყვეტილი ადამიანი, რომლის ქმედებებიც რუსეთში ე.წ. სპეცოპერაციის სკეპტიციზმს აღვივებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 „რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პირობები ამჟამად არ არსებობს“ - პესკოვი

🔴 რუსეთის განცხადებით, უკრაინა დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიაზე ინახავს

🔴 ესპანეთში დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ

🔴 აშშ-ის ახალი ელჩი რუსეთში გაემგზავრება

🔴 რუსული ფლოტის ხომალდი ჩინეთთან ერთობლივ წვრთნებს გამართავს