მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის მხრიდან არ მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ არის პროვოკაციები, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ“ - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

რუსეთის მხრიდან არ მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ არის პროვოკაციები, რომ უკრაინას საპასუხო ცეცხლის გახსნა აიძულონ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. 

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ სრულმასშტაბიან ოპერაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. რას ვხედავთ ახლა? ჩვენ ვხედავთ პროვოკაციებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რასაც ისინი მუდმივად აკეთებდნენ.

თუმცა, დღეს ადგილი ჰქონდა მასიურ პროვოკაციას. რა არის მიზანი? მიზანია ის,  რომ ჩვენ დავიწყოთ სამხედრო გზით ძლიერი პასუხის გაცემა, რათა დაგვადანაშაულონ იმაში, რომ ჩართული ვართ იმაში, რაც მათ სურთ ჩვენს ტერიტორიაზე განვითარდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ  თავშეკავებული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.

დანილოვის თქმით, არმია მოტივირებულია და მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📎  ლუგანსკის რეგიონში ვითარება დაიძაბა - UNIAN

📎 აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას და რა სურს პუტინს?

📎 ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრა

📎 აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს

📎 „დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ ჩვენი უკრაინაში შეჭრის გრაფიკი - მინდა შვებულება დავგეგმო“ - მარია ზახაროვა

📎 ვინ და რა იარაღს აწვდის უკრაინას? – Deutche Welle