მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა „ნეონაცისტები“ დააკავა, რომლებიც გეგმავდნენ ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას - FSB

ვლადიმერ სოლოვიოვი

რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს „ნეონაცისტების“ დაკავება, რომლებიც ამზადებდნენ ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.

„FSB-მ საგამოძიებო კომიტეტთან ერთად რუსეთში აკრძალული ნეო-ნაცისტური ტერორისტული ორგანიზაციის „ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალაუფლება“ ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები დააკავა, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით გეგმავდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას“ - აცხადებენ სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რვა მოლოტოვის კოქტეილი, ექვსი მაკაროვის პისტოლეტი, სანადირო თოფი, 5 ხელყუმბარა, ათასზე მეტი ტყვია, სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა, ნარკოტიკები, ყალბი უკრაინული პასპორტები, „ნაციონალისტური“ ლიტერატურა და ატრიბუტები.

აღნიშნულ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და აღნიშნა:

„დღეს უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ცნობილ რუს ჟურნალისტზე თავდასხმას და მის მოკვლას“, -  განაცხადა პუტინმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხარკოვის რეგიონში რუსული სუ-34 გაანადგურა

✔️ რუსეთი მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მოქალაქეები აზოვსტალის ქარხნიდან - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

✔️ რუსები დატყვევებული უკრაინელი სამხედროს დედას ფულს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის მოკვლით ემუქრებიან - პოდოლიაკი

✔️ 5-10 წელიწადში რუსეთისგან ახალი ომი იქნება მოსალოდნელი - ლიტვის შეიარაღებული ძალების მეთაური

✔️ რუსები ჩაძირული კრეისერ „მასკვადან“ რაკეტებისა და დოკუმენტების მოპოვებას ცდილობენ - Bild