მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა - კომერსანტი

მანქანების წარმოება რუსეთში შემცირდა

რუსეთის ავტომობილების ინდუსტრიაში მანქანების წარმოებამ იკლო. 

როგორც რუსული მედია წერს, ავტომობილების წარმოება მაისში 97%-ით შემცირდა. იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთმა 268 ათასი ავტომობილი აწარმოვა, რაც 56,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან. 

ამავე ინფორმაციით, მაისში სატვირთო მანქანების წარმოება 39.3%-ით შემცირდა. ძირითადი შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. 

ხუთ თვეში წარმოებულია 60,1 ათასი სატვირთო მანქანა, რაც 12%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა უცხოელმა ავტომწარმოებლებმა რუსეთში წარმოების შეჩერება დაიწყეს. მაგალითად, იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მა გადაწყვიტა შეაჩეროს წარმოება რუსეთში 6 თვით. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

რუსული „გაზპრომის“ აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

➖  ახალგაზრდა ქალი მაშინ მოკლეს, როცა ბავშვს ეტლით ასეირნებდა - შემთხვევა ნიუ-იორკში

➖  გაუპატიურება, ტრეფიკინგი, ძალადობა - R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიესაჯა