მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8-ჯერ დაარღვიეს - აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში

ბოლო 24 საათში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8-ჯერ დაარღვიეს, - ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესცენტრი იუწყება

„რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ მინსკის შეთანხმების იგნორირებას.

პისკიდან არც თუ ისე შორს, მტერმა ცეცხლი სამჯერ, სხვადასხვა ტიპის ყუმბარმტყორცნების გამოყენებით გახსნა.

ზაიცევის მიმართულებით რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა ცეცხლი ავტომატური ყუმბარსატყორცნებით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებითა და ცეცხლსასროლი იარაღით გახსნეს.

სოფელ ჰრანიტნედან არც თუ ისე შორს, ოკუპანტები უკრაინელ სამხედროებს ტყვიამფრქვევის გამოყენებით ესროდნენ.

სოფელ ტარამჩუკთან რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა თავდასხმისთვის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

პოპასნას დასახლების გარეუბანში მტერმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით გახსნა.

ვოდიანეს მიმართულებით რუსი დაქირავებული სამხედროები მცირე ზომის იარაღიდან ისროდნენ.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და იარაღი იმისათვის, რომ  დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

🔴  „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პუტინი მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე