მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეაფურთხა იმ ქვეყანას, რომელიც მას ზრდიდა - რუსი ტელეწამყვანი ბუბა კიკაბიძეზე

ბორის კორჩევნიკოვი ბუბა კიკაბიძე

რუსი პროსამთავრობო ტელეწამყვანი ბორის კორჩევნიკოვი ქართველი არტისტის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოეხმაურა. 

👉 საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა ზურაბიშვილი? რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება შეიძლება რეალურ საფრთხედ იქცეს - თინა კანდელაკი

კორჩევნიკოვის თქმით, კიკაბიძეს რუსეთის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსა და ცილისწამებაზე უარი არასოდეს უთქვამს. 

„კიკაბიძე ამ ქვეყნიდან როგორ წავიდა, არ ვიცი, მაგრამ ამ საიდუმლოებაში ადამიანი ყოველთვის მარტოა ღმერთთან. შეიძლება ბევრი რამ მოინანია. კიკაბიძეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსა და ცილისწამებაზე უარი არასოდეს უთქვამს. 

ამიტომ, ეს ადამიანი სამუდამოდ დარჩება ჩემთვის, სამწუხაროდ, როგორც პროპაგანდისა და უმადურობის სიმბოლო. ყველასათვის საყვარელი ბუბა, სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვინ იქნებოდა რუსეთის გარეშე? არავინ.

არ არსებობდა ვახტანგ კიკაბიძე საბჭოთა ეკრანის, თეატრის და რუსი მაყურებლის გარეშე. მან შეაფურთხა იმ ქვეყანას, რომელიც მას ზრდიდა. სადაც კი შეეძლო, იტყუებოდა ოსეთის ომზე, მაიდანზე, შემდეგ კი უკრაინის ომზე. ცუდია თუ მონანიების გარეშე წავიდა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა საიდან დაიწყებ, მთავარია სად დაამთავრებ“, - წერს რუსი ტელეწამყვანი. 

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 [ქვიზი] გამოიცანი ბუბა კიკაბიძის ფილმი კადრის მიხედვით

🔴 „დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება“ - ნიკა გვარამია ბუბა კიკაბიძეზე

🔴 „ბუბა კიკაბიძე იყო უკრაინის დიდი მეგობარი, ადამიანი დიდი პირადი სამოქალაქო გამბედაობით“ - არესტოვიჩი

🔴 ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს