მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს - არძინბა

სოზუმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა

„აშშ საქართველოში არეულობის პროვოცირებას ახდენს, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას“, - ამის შესახებ სოხუმის  დე ფაქტო მთავრობის ე,წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. 

„აშშ კიდევ ერთხელ გეგმავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას. ჩვენი ინფორმაციით, ამერიკელები მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან. ეს კი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას რეალურ საფრთხეს უქმნის,“ - განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, აშშ-ის ძირითადი მიზანია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.

საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

„მონებო“, „რუსებო“, „პუტინისტებო“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათ წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მიმდინარეობის პერიოდში ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

შსს ინფორმაციით, 7 მარტს გამართულ აქციაზე 66 პირი დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იმდენს იზამთ, ოპოზიციასა და ხალხს შორის ჩატეხილ ხიდსაც გაამთლიანებთ - არჩილ გამზარდია

👉 „გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს“ - ხუნდაძე

👉 ივანიშვილმა ნახევარ დღეში გაგანადგურა, შენს ადგილას გადავდგებოდი - წითლიძე ლევან იოსელიანს

👉 ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს მცდელობებს, რომ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს მისცეს ფიზიკური დაპირისპირების სახე - კახა გოგოლაშვილი

👉 როგორ უნდა დავიცვათ თავი დარბევის დროს და შევამციროთ სპეცსაშუალებების ზემოქმედება? - დავით ძიძიშვილის რეკომენდაციები