მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა რჯიდათ, რატომ აუტეხეს თავსაც და სხვებსაც ეს დავიდარაბა? - ელისაშვილი მმართველ გუნდზე

 პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ე.წ. აგენტების კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდებას გამოეხმაურა.

„რა რჯიდათ, რა უნდოდათ, რატომ აუტეხეს თავსაც და სხვებსაც ეს დავიდარაბა? გეგონება სხვა პრობლემა არ გვქონოდა, სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს ხალხს, მაგრამ მთავარი ისაა რომ დღევანდელივით გაიმარჯვებს საქართველოს ინტერესი ყოველთვის! საქართველო აღარ იქნება რუსეთი! საქართველოს სახელმწიფო გახდება ევროპის ნაწილი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  ჩააგდო. 

მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ შეგეწერა დაჩი - ანი წითლიძე დაჩი ბერაიას

✔️ პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი ჩააგდო

✔️ ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუსმინა - კელი დეგნანი

✔️ 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი

✔️ ვინ გითხრათ რომ კანონი რუსულია? - დაჩი ბერაია