მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლომ დონალდ ტრამპი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

სასამართლო

მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, ელიზაბეთ ჯინ ქეროლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და მას ზიანის ანაზღაურების სახით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს. 

სარჩელის მიხედვით, დანაშაული 30 წლის წინ, მანჰეტენის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, როცა ქეროლი და ტრამპი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. 

ქეროლის მტკიცებით, ტრამპმა მას საჩუქრის ყიდვაში დახმარება და ქალის თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა, რის შემდეგაც, გასახდელში შეჰყვა და მასზე იძალადა.

ელიზაბეთ ჯინ ქეროლმა დანაშაულის შესახებ 2019 წელს განაცხადა. ტრამპმა ბრალდება უარყო და ქალს მატყუარა უწოდა. 

ქეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს შეიტანა რეპუტაციის შელახვისა და ზიანის მიყენებისთვის.