მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

სასწრაფოდ გვჭირდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა - ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებისკენ მოუწოდა და მას არამდგრადი უწოდა. 

ერდოღანის თქმით, ხუთ სახელმწიფოს აქვს ბევრად მეტი გავლენა, ვიდრე ყველა დანარჩენს.

„დღევანდელი ცხოვრების წესი, რომელშიც კაცობრიობის ბედი ხუთი სახელმწიფოს ხელშია, არასტაბილურია. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა. ყოვლისმომცველი და ინკლუზიური ურთიერთგაგებით“, - აცხადებს ერდოღანი. 

ერდოღანმა, ასევე, თქვა, რომ მას სჯერა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამართლიანი მშვიდობის“ შესაძლებლობის, რაც მისივე განცხადებით, „ორივე მხარეს მისცემს შესაძლებლობას ადეკვატურად გამოვიდნენ სიტუაციიდან“.

უშიშროების საბჭო შედგება გაეროს ხუთი მუდმივი წევრისაგან, მათ შორის რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთისგან, რომლებსაც აქვთ ვეტოს უფლება, ასევე 10 წევრი ქვეყნისგან როტაციის წესით.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ ბილ კლინტონის განცხადებით, ნანობს თავის ჩართულობას უკრაინის ბირთვულ განიარაღებაში

✔️ გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა „კობზონის კონცერტზე“ ჯამში 176 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი გაგზავნეს

✔️ დაე, ფინეთი იყოს გაკვეთილი პუტინისთვის - ბენ უოლესი

✔️ ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ - ტრამპი