მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი

„კონკრეტული გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესახებ იმაზე არის დამოკიდებული, საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს პუტინი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს და ამბობს, რომ მას „არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დაწესდება“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ბაიდენის თქმით, აგრესიის შემთხვევაში მოსკოვი მაღალ ფასს გადაიხდის. ბაიდენმა ეს განცხადება თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„რუსეთი პასუხს აგებს აგრესიის შემთხვევაში და ეს ზომები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოიმოქმედებს მოსკოვი. ეს შესაძლოა, იყოს უმნიშვნელო ჩარევა, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ვიკამათოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ. მაგრამ თუ ისინი უკრაინაში ჯარით შეიჭრებიან, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. ეს იქნება შედეგების მიხედვით ყველაზე გლობალური მოვლენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ საუბარია ძალზე სერიოზულ ეკონომიკურ შედეგებზე, როდესაც რუსული ბანკები დოლარებში ოპერაციებს ვეღარ განახორციელებენ.

პუტინის მომავალ გეგმებზე საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა  სავარაუდოდ ზუსტად არ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს, მაგრამ რაღაცა მან უნდა მოიმოქმედოს. 

აშშ-რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკების კომენტირებისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ არის დარწმუნებული, რომ მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკების მონაწილეები პუტინის გეგმების შესახებ ბოლომდე არიან ინფორმირებულები. აშშ-ის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ პუტინთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს, რათა დაძაბულობის დეესკალაცია მოხდეს. ბოლო მოლაპარაკება ვიდეოკავშირის ფორმატში 2021 წლის 7 დეკემბერს გაიმართა.

ბაიდენი რუსეთის მხრიდან შესაძლო კიბერშეტევებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ შემთხვევაშიც საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს. ამას ამერიკის ადმინისტრაცია მოსკოვის „უმნიშვნელო ჩარევას“ უწოდებს.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, პუტინმა მას უთხრა, რომ ელოდება ორ რამეს - იმის დადასტურებას, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი და რომ უკრაინაში სტრატეგიული შეიარაღება არ განთავსდება.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეორე საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამასთანავე, ვაშინგტონი რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯებს ელოდება.

თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეინ ფსაკიმ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის საზღვრის ნებისმიერ გადაკვეთას ვაშინგტონი აღიქვამს როგორც აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 თუ პუტინის ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, მოსახლეობა ამას არ აპატიებს - ვლადიმერ გოზმანი

🔴 „თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს

🔴„ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება“ - ბაიდენი