მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ უკრაინელ მოსახლეობას განცხადებით მიმართავს. 

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთის ქმედებაზე გონივრული რეაგირება და ცოდნა იმის შესახებ, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშ არის.

„საინფორმაციო სივრცე ივსება შეტყობინებებით რუსეთთან ომის შესახებ, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს და ეს აუცილებლად მოხდება. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა, მარტოც არ ვართ. მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს. 

მთელ ამ რიტორიკას ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში, მედიის განცხადებებში, სადარბაზოში მოსმენილ ჭორებს აერთიანებს ერთი ლოგიკური კითხვა რაში, მდგომარეობს სიმართლე? განა ეს რეალობა არ არის? შემოჭრა ხომ 2014 წელს არ დაწყებულა. ომის საფრთხე ახლა ხომ არ გაჩნდა? ეს რისკები მრავალი წელია არსებობს და ისინი არ გაზრდილა. მათ გარშემო აჟიოტაჟი გაიზარდა. 

მნიშვნელოვანია ყველაფერზე გონივრულად რეაგირება და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და გეგმის მიხედვით მიდის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 პუტინი აჩქარებს იმას, რისი აღკვეთაც სურს - ბლინკენი

🔴 ერდოღანმა ზელენსკი და პუტინი მოსალაპარაკებლად თურქეთში მიიწვია