მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„შეწყვიტეთ მკვლელობები, დაამყარეთ მშვიდობა“ - რუბიომ ლავროვს აშშ-ში შეხვედრის დროს რამდენიმე პირობა წაუყენა

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ. 

შეხვედრა მხარეებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა დაადასტურა. შეხვედრის დროს რუს მინისტრს რამდენიმე პირობა წაუყენეს.

„სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მდივანმა გაიმეორა ტრამპის მოწოდება, რომ მკვლელობა დასრულდეს და რომ მოსკოვის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი დასრულების მიმართულებით შინაარსობრივი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.