მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ედიშერ გვენეტაძე ზელენსკიზე: ვერ აიხდინეს „დიფ სთეითელმა“ ავაზაკებმა სურვილი, ვერ ჩააბეს საქართველო ომში, ამიტომაც დაავალეს საკუთარ ხელისბიჭს, რომელმაც, ასევე, დავალებით გაანადგურა უკრაინა და დააწყებინეს საქართველოში მეხუთე კოლონის დახმარება არჩევნების წინა დღეებში

ედიშერ გვენეტაძე

ვერ აიხდინეს „დიფ სთეითელმა“ ავაზაკებმა სურვილი, ვერ ჩააბეს საქართველო ომში. ამიტომაც დაავალეს ამ საკუთარ ხელისბიჭს, რომელმაც ასევე დავალებით გაანადგურა უკრაინა და დააწყებინეს საქართველოში მეხუთე კოლონის დახმარება არჩევნების წინა დღეებში,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

გვენეტაძე ზელენსკის ლიბერალ-ფაშისტად მოიხსენიებს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ სასიკვდილო აგონიაში მყოფი ზელენსკის მიერ პატრონების დავალებით გახმაურებული მონოლოგი“ უწოდა.

„ნახეთ რას ამბობს: ეს უკრაინის დამასამარებელი; ეს უკრაინელი ხალხის მიწაში ამომდები; ეს უკრაინული მიწის გამყიდველი; ეს უკრაინელი ქალების, ბავშვების, მოხუცების გაჟლეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელშემწყობი; ეს დაქირავებული კლოუნი; ვერ აიხდინეს „დიფ სთეითელმა“ ავაზაკებმა სურვილი, ვერ ჩააბეს საქართველო ომში. ამიტომაც დაავალეს ამ საკუთარ ხელისბიჭს, რომელმაც ასევე დავალებით გაანადგურა უკრაინა და დააწყებინეს საქართველოში მეხუთე კოლონის დახმარება არჩევნების წინა დღეებში. სახეზეა სულთმობრძავი ლიბერალ-ფაშისტის, სასიკვდილო აგონიაში მყოფი ზელენსკის მიერ პატრონების დავალებით გახმაურებული მონოლოგი“,- წერს ედიშერ გვენეტაძე.