მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს და აგრესიულ ქმედებებში სდებს ბრალს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილემ თანამდებობები დატოვა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, აგრესია წამოიწყეს ზონაში. 

„მიუღებლად მიგვაჩნია აზერბაიჯანული მხარის განცხადებები, რომლითაც ცდილობენ, ცალმხრივად შეცვალონ ლაჩინის დერეფნის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრულია სამმხრივი განცხადების მეექვსე პუნქტით და ვადასტურებთ, რომ ლაჩინის დერეფანში გამავალი მარშრუტი შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ დებულების შესაბამისად, განცხადების ხელმომწერთა მიერ დამტკიცებული გეგმით.

როგორც 9 ნოემბრის განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი, მხარეთა შეთანხმებით, (რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მომდევნო სამი წლის განმავლობაში განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა, ლაჩინის დერეფნის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჯერ კიდევ არ არის სამმხრივ ფორმატში დამტკიცებული გეგმა და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ გაწიონ ძალისხმევა 9 ნოემბრის განცხადებაში დამტკიცებული პირობების შესასრულებლად, მათ შორის, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რეგიონული კომუნიკაციების გახსნა, სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებულების დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცეცხლი გახსნა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო