მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტექნიკური გაუმართაობა ან ვერტმფრენის განზრახ დაზიანება - უკრაინის უშიშროების სამსახური რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

ვერტმფრენის კატასტროფის გამოძიება

უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს ბროვარში მომხდარი კატასტროფის ორ ძირითად ვერსიაზე მუშაობს - ტექნიკური გაუმართაობა ან ვერტმფრენის განზრახ დაზიანება მისი განადგურების მიზნით. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ასევე განიხილება ფრენის წესების დარღვევის ვერსიაც.

„მიმდინარეობს გამოძიება კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის საქმეზე. ამჟამად ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება“, - აცხადებენ უკრაინის უშიშროების სამსახურში.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 ბავშვია. დაღუპულთა შორის არიან ვერტმფრენის ბორტზე მყოფი უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლიბკოვიჩი.

დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. ვერტმფრენის საბავშვო ბაღის შენობას დაეცა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის სამსახურებს მომხდარის დეტალური გამოძიება დაავალა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას სოლედარის მახლობლად და ემზადებიან გადამწყვეტი შეტევისთვის ლუგანსკის ოლქში - საბრძოლო რუკა

✔️ „საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი

✔️ პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დღეს გამოაცხადოს - ISW

✔️ „დიდი ალბათობით, უკრაინის ჯარებმა სოლედარი დატოვეს“ - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთი უკრაინის რუსოფობიურ დიქტატურად გადაქცევას არ შეეგუება - ვასილი ნებენზია