მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეთრი სახლი ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავს - NBC

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის შესაძლებლობას უახლოეს კვირებში განიხილავს. ვიზიტი უკრაინის ომსა და რეგიონში არსებულ სიტუაციასთან იქნება დაკავშირებული. ამის შესახებ NBC News აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. 

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბაიდენი შესაძლოა ბრიუსელში ეწვიოს, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინებია განთავსებული.

ადმინისტრაციის სამმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის ვიზიტზე მომუშავე პერსონალის ნაწილი დარჩა ევროპაში, რათა ბაიდენის შესაძლო ვიზიტის დაგეგმვას ხელი შეუწყონ. 

წყაროებმა არ დაასახელეს ბაიდენის ევროპაში შესაძლო მოგზაურობის ზუსტი თარიღი.