მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი

რუსეთში, ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემის The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

რუსული „ეფესბეს“ განცხადებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯაშუშობას ითვალისწინებს. 

რუსული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ გერშკოვიჩი საიდუმლო ინფორმაციას აშშ-ის სასარგებლოდ აგროვებდა. 

გერშკოვიჩი ეკატერინბურგში მოსახლეობის ომისადმი დამოკიდებულების შესახებ სტატიის დასაწერად და „ვაგნერის ჯგუფში“ ადგილობრივი მცხოვრებლების რეკრუტირების შესახებ მასალის მოსამზადებლად წავიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, შესაძლოა, ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედოს - პუტინი

👉 „ომი შეიძლება დიპლომატიური გზით დასრულდეს, თუ რუსეთი ოკუპირებული მიწიდან გავა“ - პოდოლიაკი

👉 უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება - რეზნიკოვი

👉 ტერორი არ იმუშავებს, ყველა ჩვენი ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ და ოკუპანტი დავსაჯოთ - ერმაკი

👉 რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW