მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ რუსეთი საერთაშორისო ტერორიზმისგან იხსენით“ - კადიროვმა პუტინს დაბადების დღე მიულოცა

კადიროვი და პუტინი

„მსოფლიოს ნომერ პირველ პატრიოტს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს 70 წელი შეუსრულდა. ან თარიღს განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით ვხვდებით“, - ასე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 70 წლის იუბილე ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა. ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს. 

„ჩეჩენი ხალხის ისტორიაში ვლადიმერ პუტინმა საკვანძო როლი შეასრულა. ყველაზე რთულ პერიოდში მან მხარი დაუჭირა ჩვენს პრეზიდენტს აჰმად კადიროვს მხარი დაუჭირა, გადაარჩინა რესპუბლიკა, ნანგრევებიდან კვლავ ააშენა, მთელი რუსეთი კი საერთაშორისო ტერორიზმისა და ბანდიტიზმისგან ტოტალურ ძალადობას გადაარჩინა“, - წერს კადიროვი. 

კადიროვის თქმით, პუტინი სათავეში ჩაუდგა ქვეყანას, რომელიც ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში იმყოფებოდა და მოკლე დროში რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყნად გადააქცია.

„პუტინმა რუსეთის საერთაშორისო პოზიცია შეცვალა და დღეს მისი პოზიციას ყველა ითვალისწინებს, ამას ვერც კოლექტიური დასავლეთი, ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ეჭვქვეშ ვერ დააყენებს“, - წერს კადიროვი „ტელეგრამში“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელების ტანკების ნახევარზე მეტი რუსების დატყვევებული ტექნიკისგან შედგება - ბრიტანული დაზვერვა

👉 🎥 „ნატომ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმები, რათა რუსეთმა იცოდეს, რა დაემართება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში“ - ზელენსკი

👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, პუტინის დაბადების დღეზე პროვოკაციები მოამზადონ - გენერალი გრომოვი

👉 მედვედევი ზელენსკიზე: ამ იდიოტს ფსიქიატრებმა პროფილაქტიკური კრანიოტომია უნდა ჩაუტარონ