მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტრაგიკული შეცდომაა“ - აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება აღარ არსებობს

აშშ-ის უზენაესი სასამართლო

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა. წერს guardian-ი. 

თეთრი სახლის ლიდერმა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტრაგიკული შეცდომა უწოდა. 
პრეზიდენტმა თქვა, რომ სასამართლომ ამერიკა ახლა უკიდურესად საშიში გზისკენ წაიყვანა, რადგან შესაძლოა, ერთსქესიანთა ქორწინებას და კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობას საფრთხე დაემუქროს. 

„ეს არის უკიდურესი და საშიში გზა, ტრაგიკული შეცდომა“, - განაცხადა ბაიდენმა. 

guardian-ი წერს, რომ სულ მცირე 26 შტატი სავარაუდოდ აკრძალავს აბორტს დაუყოვნებლივ ან რაც შეიძლება მალე. 

ტეხასის რესპუბლიკელმა გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და თქვა „აბორტი აქ უკანონოა“. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო სასამართლო შენობის წინ და აშშ-ს დიდ ქალაქებსა და პატარა ქალაქებში.

მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის პრეზიდენტმა დოქტორ იფფატ ჰოსკინსმა თქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა სხეულის ანატომიაზე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა საქართველოში აბორტი აკრძალული?

საფრანგეთში სურთ აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანონ

„სიცოცხლის მომხრე ვარ“ - ლუიზიანას გუბერნატორმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა