მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს აფრთხილებს

ჩინეთი

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მოსალოდნელი ვიზიტის ფონზე, ჩინეთი შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ დაემუქრა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. 

„თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ეს იქნება უხეში ჩარევა ჩინეთის შიდა პოლიტიკაში და გამოიწვევს ძალიან სერიოზულ შედეგებს. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ჩუმად არ იჯდება. პელოსის ვიზიტი ტაივანში დესტაბილიზაციას მოახდენს ტაივანის სრუტეში და დარტყმას მიაყენებს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. 

ცნობისთვის, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს აშშ-სთან გართულებული ურთიერთობის ფონზე მართავს, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის მიერ ტაივანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ამავდროულად, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, მას პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინა და ჩვენი ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რუსული რაკეტა და ჭურვი - ზელენსკი

👉 „რუსები თითქმის ერთი თვეა, ლუგანსკის ოლქის მცირე ნაწილის აღებას ვერ ახერხებენ“ - გაიდაი

👉 კრემლის პროპაგანდისტებმა ბიზნესმენ ალექსეი ვადატურსკის მიზანმიმართული მკვლელობა ირიბად დაადასტურეს - უკრაინული მხარე