მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლის პროპაგანდისტებმა ბიზნესმენ ალექსეი ვადატურსკის მიზანმიმართული მკვლელობა ირიბად დაადასტურეს - უკრაინული მხარე

უკრაინელი ბიზნესმენი

კრემლის პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და ბორის როჟინი ადასტურებენ, რომ ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად  ალექსეი ვადატურსკის და მისი მეუღლის გარდაცვალება მიზანმიმართული მკვლელობა იყო. ამრიგად, ბიზნესმენზე შური თავისი სამშობლოს მხარდაჭერის გამო იძიეს. ჟურნალისტმა დენის კაზანსკიმ ყურადღება გაამახვილა Telegram არხზე პროპაგანდისტების გამოქვეყნებულ პოსტებზე. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

სიმონიანმა დაწერა, რომ „დენაციფიკაცია მოქმედებაშია“, როჟინმა ვადატურსკის გარდაცვალებას რუსული ჭურვიდან „ლიკვიდაცია“ უწოდა და დაადანაშაულა ბიზნესმენი სავარაუდო „დამსჯელი ბატალიონების“ მხარდაჭერაში.

„გადავახაზეთ“, – ცინიკურად უპასუხა პროპაგანდისტმა. 

„ანუ რუსეთის სარდლობამ განზრახ მოკლა მოხუცი ბიზნესმენი თავის მეუღლესთან ერთად და ამას „დენაციფიკაციას“ უწოდებენ. ისინი ამაყობენ ამ ხოცვა-ჟლეტით“, - წერს კაზანსკი. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს. რაიონულ ცენტრში, რუსული ჭურვი მოხვდა უკრაინელი ბიზნესმენის ალექსი ვადატურსკის სახლს. დაღუპულია ბიზნესმენი და მისი მეუღლე. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი რუსებმა განზრახ მოკლეს. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 „ელვის სისწრაფით შეუძლია უპასუხოს ყველას, ვინც ჩვენს სუვერენიტეტს შელახავს“ - პუტინმა საზღვაო ძალების დოქტრინას ხელი მოაწერა

🔴  უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსი აგრესორების სახმელეთო შეტევა მოიგერიეს - „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები

🔴 ბაქო ერევანს ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

🔴 შეუძლია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ბირთვული რაკეტის ჩამოგდება? - სამხედრო ექსპერტის განმარტება