მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა ნატოს გაფართოებაზე სამმხრივი შეხვედრა გააუქმა

თურქეთის დროშა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამმხრივ ფორმატში შეხვედრის გამართვაზე ანკარა აზრს ვერ ხედავს. 

ჩავუშოღლუს თქმით, ეს მიმდინარე დაძაბულობით არის გამოწვეული. 

„დღევანდელ პირობებში სამმხრივ შეხვედრას აზრი არ აქვს. გადაიდო, რადგან არსებული მდგომარეობა მასზე იმოქმედებდა, ატმოსფერო არ იქნებოდა ჯანსაღი. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შვედეთს არ გადაუდგამს სერიოზული ნაბიჯები შეთანხმების შესასრულებლად“, - განაცხადა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთში ყურანის დაწვა სიძულვილის დანაშაული და რასისტული ქმედება იყო.

„შვედეთის მთავრობა ამ დანაშაულის პარტნიორი გახდა“, - აცხადებს ჩავუშოღლუ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  ნატომ „რამშტაინის“ შეხვედრის მორიგი თარიღი დაასახელა

➖  მოსამართლე ამ გადაწყვეტილებით ამბობს, „თავი დამანებეთ, ფრედ დავამთავროთ, შავ დღეში ვარ“, წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა - ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

➖ „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ სტატუსის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას - კრემლი

➖  ისრაელის რეიდები: რატომ მოკლეს ამდენი პალესტინელი? - Aljazeera

➖ ისრაელის არმიამ 5 პალესტინელი მოკლა, დაჭრილია სულ მცირე 10-ზე მეტი ადამიანი - პალესტინური მხარე