მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს, რათა ზამთარში რუსული თავდასხმებისგან თავი დაიცვას - Politico

უკრაინის საჰაერო თავდაცვა

რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გაზრდილი საფრთხის გამო, უკრაინამ აშშ-ისგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები მოითხოვა, - ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აზრით, ბრძოლის ველზე განცდილი მარცხები პუტინს წაახალისებს, ზამთარში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები გააძლიეროს. 

„უკრაინამ მოახერხა რუსული თავდასხმების უმეტესობის თავიდან აცილება, მაგრამ ჩვენ უახლოეს კვირებში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმების რაოდენობის ზრდას  უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნოემბრისთვის უკრაინამ უნდა მიიღოს ორი Raytheon-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებიც შეძლებენ დრონების, რაკეტებისა და ვერტმფრენების ჩამოგდებას. გარდა ამისა, კიევი ელოდება NASAMS-ის მიღებასაც, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ ეს საკმარისი არ იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი აპირებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე წავიდეს“ - მედვედევი

✔️ რუსი სამხედროების მძიმედ შეიარაღებული ჯგუფი ხერსონიდან ყირიმში გაიქცა - Meduza

✔️ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე წიხლებს იქნევდა - ლევან ხაბეიშვილი ინციდენტზე

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

✔️ რუსეთში ალა პუგაჩოვას სიმღერები აკრძალეს