მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა გერმანიას არაფრად აგდებს“ - რუსული მედია

ანდრეი მელნიკი

„უკრაინა გერმანიას არაფრად აგდებს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია „რია ნოვოსტი“.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა კვლავ დაიწყო დამამცირებელი საუბარი გერმანიაზე. ამჯერად, Bild-თან ინტერვიუში მან გააკრიტიკა გერმანია კიევისთვის არასაკმარისი ფინანსური და სამხედრო დახმარების გამო და ოლაფ შოლცის პოლიტიკას „დუნე“ უწოდა. დიპლომატის თქმით, კანცლერს აკლია „ფანტაზია და გამბედაობა“.

რუსული მედია მელნიკზე წერს, რომ დიპლომატისთვის შეუფერებლად იქცევა.

„უკრაინის ელჩი იქცევა არა მხოლოდ დიპლომატისთვის შეუფერებლად, არამედ სრულიად შეურაცხმყოფლად იმ ქვეყნის მიმართ, სადაც მუშაობს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მელნიკის განცხადებები აბსოლუტურად ზუსტად ასახავს კიევის ოფიციალურ პოზიციას - რაც გამოიხატება უკრაინის ბოლოდროინდელი უარით გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე „რუსეთთან მჭიდრო კავშირების“ გამო“, - წერს სტატიის ავტორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 უკრაინელებმა ზმეინის კუნძულთან ორი რუსული ნავი გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი

რა არის ზარინი?

⭕ „აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

⭕ რუსეთმა უკრაინაში თავისი სახმელეთო ძალების 65% უკვე განათავსა - ბრიტანული დაზვერვა