მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინას კონტრშეტევის წამოსაწყებად დასავლეთისგან სულ მცირე 100 ტანკი სჭირდება - The Guardian

ტანკი „ლეოპარდ-2“

უკრაინამ კონტრშეტევის წამოსაწყებად დასავლეთისგან სულ მცირე 100 ტანკი უნდა მიიღოს, - ამის შესახებ The Guardian-ი ლონდონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ 14 ბრიტანული „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ტანკის მიწოდება და პოლონეთის სურვილი, რომ გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები უკრაინას გადასცეს, შეიძლება, დასავლური სამხედრო დახმარების გააქტიურების დასაწყისად ჩაითვალოს, მაგრამ ეს რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე უკრაინული მხარის საჭიროება.

გასული წლის ბოლოს უკრაინული მხარე საუბრობდა 300 ტანკის მიღების აუცილებლობაზე. დიდ ბრიტანეთს არ შეუძლია მკვეთრად გაზარდოს ტანკების მიწოდება კიევის ხელისუფლებისთვის იმის გამო, რომ მის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ 227 „ჩელენჯერ 2“ ჰყავს.

ამავდროულად, სტატიაში აღნიშნულია, რომ ნატოს 13 ქვეყანას 2 300 მეტი „ლეოპარდ 2“ ჰყავს, თუმცა მათგან მინიმუმ 300 საცავშია, დანარჩენების მდგომარეობა კი „არადამაკმაყოფილებელი“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას კრემენაიას მიდამოში, ხოლო რუსული არმია აგროვებს რეზერვებს სამხრეთში - საბრძოლო რუკა

✔️ ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა - უკრაინის დაზვერვა

✔️კრემლმა პრიგოჟინი მტერთან გააიგივა, კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრიგოჟინს შორის მწიფდება - ISW

✔️ ამ ომის დანაშაულის ყველა მონაწილე გამოვლინდება, ისინი პასუხს აგებენ - ზელენსკი დნიპროზე

✔️ რუსეთის ფედერაციასთან ომის დასრულების ერთადერთი გზა ბრძოლის ველზე უკრაინის მოგებაა - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი