მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინაში გერმანული ტანკები პუტინს კი არ შეაჩერებენ, არამედ თავად გერმანიას, ეს ძალიან საშიშია მათთვის“ - რუსული მედია

ტანკი

„გერმანია სულ უფრო ხმამაღლა ითხოვს უკრაინაში მძიმე იარაღის, მათ შორის, გერმანული ლეოპარდის ტანკების მიწოდებას და ეს ძალიან საშიშია - თავად გერმანელებისთვის“, - ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ წერს.

როგორც რუსული მედია წერს, რუსული გაზის მიწოდებაზე უარის თქმის გარეშე ბერლინი ეძებს ახალ გზებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსავლენად. გამოყოფს მილიარდობით დოლარის დახმარებას, მასპინძლობს ლტოლვილებს, გადასცემს და ჰპირდება მძიმე იარაღს.

„რა ბედი ეწიათ გერმანელებს, რომლებმაც ბოლო წლებში საკმაოდ დაბალანსებული პოზიცია დაიკავეს, რომლებიც ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ კავშირები რუსეთთან და არ დაემორჩილნენ აშშ-ს ზეწოლას? მართლა ასე შოკირებული იყვნენ უკრაინაში ჩვენი სპეცოპერაციის დაწყებით, თუ არსებობს რაიმე უფრო ღრმა მიზეზი?“, - წერს „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტი.

მისი თქმით, ამის მიზეზი მარტივია და გერმანელები რუსეთს უყურებენ როგორც მათი ქვეყნისთვის საფრთხეს.

„გერმანელები რუსებს საფრთხედ აღიქვამენ და ამიტომ, მზად არიან, გაუძლონ ეკონომიკურ სირთულეებს და საერთოდ უარი თქვან (მაგრამ არა დაუყოვნებლივ) რუსულ გაზზე. მოქალაქეების უკვე ნახევარი ემხრობა რუსეთის ენერგომატარებლების ბოიკოტს, თუმცა უმრავლესობას ესმის, რომ ეს ძლიერ დააზარალებს გერმანიის ეკონომიკას“, - წერს პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებმა აღმოსავლეთით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა არ ჩანს - გაერო

👉 ბუჩასა და ირპენში თავდასხმებმა შეანელა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული კურსი - ერდოღანი

👉 რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ნახევარი - ამერიკელი გენერალი

👉 რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების ნაწილმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე - უკრაინის გენშტაბი

👉 რუსეთის ყველა საზღვაო ბრიგადამ უკრაინაში მსხვერპლი განიცადა - Conflict Intelligence Team