მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ნახევარი - ამერიკელი გენერალი

ამერიკელი გენერალი კევინ რაიანი

რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ნახევარი უკრაინაში. ამის შესახებ ბრიგადის ყოფილმა გენერალმა, ბელფერის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა კევინ რაიანმა განაცხადა.

„დაახლოებით 160 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფიდან, რომელიც რუსეთს ჰყავდა ომის დასაწყისში, 120-130 შევიდა ომში და ცდილობდა უკრაინაში შესვლას. აქედან, რაც ქვედანაყოფებმა დაიწყეს კიევიდან გაყვანა, რუსებს ჰყავდათ დაახლოებით 70-80 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ანუ რუსეთს ჰყავს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების მხოლოდ 50%“, - აღნიშნა რაიანმა.

მისი თქმით, რუსეთის არმიამ საბრძოლო მასალის მხრივ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა.

„და რაც მთავარია, მათ არ ჰყავთ კონტრაქტორები, მოხალისეები ან ქვედანაყოფები, რომლებიც აანაზღაურებენ ამ დანაკარგებს. ასე რომ, დრო პრეზიდენტ პუტინის არმიის წინააღმდეგაა. ისინი კარგავენ ჯარებსა და დანაყოფებს. და როგორც ჩანს, დანაყოფების ჩანაცვლება მათ არ შეუძლიათ”, - დასძინა რაიანმა.

რაიანის თქმით, „უკრაინაში რუსული არმია უკვე დამარცხებულია. პუტინს მრავალი წელი დასჭირდება თავისი შეიარაღებული ძალების და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 მტერმა ხარკოვის რეგიონში დამატებითი საზენიტო-სარაკეტო ბატალიონები განათავსა - უკრაინის გენშტაბი

👉 რუსებმა თითქმის შექმნეს შეტევითი დაჯგუფება აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში - უკრაინის გენშტაბი

👉 იზიუმის მიმდებარედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებისგან რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს