მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა აგენტი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაზე

რუსი აგენტი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთისთვის მომუშავე აგენტი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაზე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობას უწყებამ ხელი შეუშალა.

„საგამოძიებო მოქმედებების დროს დააკავეს რუსი აგენტი, რომელიც აგროვებდა სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინაში, უცხოური იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, თავდამსხმელს აინტერესებდა საიდუმლო ინფორმაცია იმპორტირებული სამხედრო ტექნიკის შესახებ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ოკუპანტები აპირებდნენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენება სწორედ უცხოური იარაღის ტრანსპორტირებისთვის.

„გამოძიების თანახმად, მოღალატე არის კიევის მკვიდრი, რომელიც თავს სამხედრო ექსპერტად ასაღებდა. დადგინდა, რომ იგი დაიბარა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელმა დედაქალაქის ტერიტორიაზე სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების განსახორციელებლად“, - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „გაჩნდა ინფორმაცია, რომ ყირიმში რუსეთის ბაზაზე აფეთქება მოახდინეს შეღწეულმა დივერსანტებმა, თუ ასეა, ყოჩაღ!“ - ზაზა გოგავა

✔️ ყირიმელებმა მიიღეს ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია - ჩუბაროვი 

✔️ რუსეთმა შესაძლოა, არალეგალურად შეიტანოს იარაღი სირიიდან კომერციული ტვირთის საფარქვეშ - Bloomberg

✔️ „ყირიმი სამხედრო გზით გათავისუფლდება“ - უკრაინელი გენერალი

✔️ რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა - ბრიტანული დაზვერვა