მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა - თურქული მედია

 უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა

თურქეთის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა.

მედიის ცნობით, მარცვლეულით დატვირთული სატვირთო გემი Razoni  1-ელ აგვისტოს გაემგზავრა ოდესის პორტიდან  და მიემართება თავისი საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ - ტრიპოლის პორტში ჩრდილოეთ ლიბანში.

„გემი სტამბოლში 2 აგვისტოს ჩამოვა, საიდანაც ლიბანში გაემგზავრება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჰულუსი აკარმა საკოორდინაციო შტაბის ფარგლებში რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკება, რა დროსაც პირველი გემის პორტიდან გასვლის დრო შეათანხმეს.

ცნობისთვის, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის უკრაინული საკვების საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინა და ჩვენი ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რუსული რაკეტა და ჭურვი - ზელენსკი

👉 „რუსები თითქმის ერთი თვეა, ლუგანსკის ოლქის მცირე ნაწილის აღებას ვერ ახერხებენ“ - გაიდაი

👉 კრემლის პროპაგანდისტებმა ბიზნესმენ ალექსეი ვადატურსკის მიზანმიმართული მკვლელობა ირიბად დაადასტურეს - უკრაინული მხარე