მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა გემმა შავი ზღვის პორტი ვერ დატოვა - თურქეთის თავდაცვის უწყება

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი

გემი, რომელიც უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად ჩორნომორსკის პორტიდან უნდა გასულიყო, უამინდობის გამო ვერ გავიდა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის უწყების ტვიტშია აღნიშნული. 

„უკრაინის პორტებში გემების დატვირთვის ოპერაციები გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 22 ივლისს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმება დაიდო, რომლის თანახმადაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე - ოდესაზე, ჩორნომორსკსა და „სამხრეთის“ პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგროკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა.

თავის მხრივ, რუსეთმა პირობა დადო, რომ აღნიშნული სამი პორტი მათი სამიზნე არ იქნებოდა. 

ამავე თემაზე:

✔️ რატომ სჭირდება მსოფლიოს უკრაინიდან მარცვლეულის გატანა?