მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნგრეთმა დანილოვის სიტყვებს, თითქოს პუტინმა გააფრთხილა უნგრეთი ომის შესახებ, ყალბი ინფორმაცია უწოდა

უნგრეთის დროშა

უნგრეთმა „ყალბი ამბები“ უწოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  გააფრთხილა ბუდაპეშტი  უკრაინაში შეჭრის განზრახვის შესახებ. ამის შესახებ Twitter-ზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.

„პასუხი ყალბ ინფორმაციაზე: 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწოდებდა. თუმცა გვესმის, რომ უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყალბი ამბების გავრცელება და სიცრუის წერა ჩვენს პოზიციას არ შეცვლის“, - წერს კოვაჩი.

უნგრეთმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა სანქციებს, რომლებიც რუსეთს შეჭრის შემდეგ დაწესდა, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა სანქციებს, რომლებიც მიმართული იყო ენერგიის იმპორტზე. თუმცა ბუდაპეშტმა ბოლო დღეებში შეარბილა თავისი პოზიცია და სავარაუდოდ, ევროკავშირი მალე გამოაცხადებს ნავთობის ემბარგოს.

 

შეგახსენებთ, ოლექსი დანილოვმა განაცხადა: „უნგრეთი ღიად აცხადებს თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან. უფრო მეტიც, პუტინმა ისინი წინასწარ გააფრთხილა, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმები იქნებოდა. რატომღაც მათ სჯეროდათ, რომ ასეთ ვითარებაში ტერიტორიის ნაწილის მიღებას შეძლებდნენ. ეს არასდროს მოხდება“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ - The Guardian

✔️ „ირპენი ყოველდღე უფრო ცოცხლდება და ყვავის, მალე ყველა შეძლებს სახლში დაბრუნებას“ - ირპენის მერი

✔️ ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

✔️ „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე

✔️ „ფრონტზე მდგომარეობა ორ კვირაში შეიცვლება“ - სერგეი გაიდაი