მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია“ - ნონა მამულაშვილი

ენმ-ს წევრი

„დღეს იმპერიის საბოლოოდ ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს, პუტინის შეცდომის გამო პროცესი დაჩქარდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

ნონა მამულაშვილი რუსეთს ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნს უწოდებს, რომელსაც  გაღიზიანება არ სჭირდება. 

მისი თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა. 

„დღეს ძალიან ტრაგიკული დღე არის ჩვენს ისტორიაში. 30 წლის შემდეგაც, ჩვენი მოსახლეობა ვერ დავაბრუნეთ ჩენს ტერიტორიაზე. ვხედავთ, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს ჩვენს შორის იდგეს და ვერ შევრიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ეს ბრძოლა გარძელდება. რუსეთი რომ ბოროტება იყო და გვებრძოდა საუკუნეები, ეს ვიცოდით ჩვენ, ჩვენს რეგიონში და ახალ უკვე ამის შესახებ იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ.  ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რის გამოც რუსეთი არ დაისაჯა თავის დროზე. არ დაისაჯა 90-იანი წლების, ჩეჩნეთის, 2008 წლის აგვისტოს ომის და 2014 წლის ომის გამო.

რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აბსოლუტურად არაფრის მომტანი არ არის, მას არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია. საქართველო ჩვენი ხელისუფლების წყალობით, აღმოჩნდა რუსეთის და ბელარუსის გვერდით. რუსეთი აუცილებლად იქნება დასჯილი იმის გამო, რაც მან გააკეთა. დღეს მიმდინარეობს იმპერიის საბოლოოდ ჩამოშლის პროცესი, ახლა უკვე დაჩქარდა იმპერიის დასრულება იმიტომ, რომ პუტინმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაწყვიტა, რომ ახლაც გაუვიდოდა ის, რაც გაუვიდა 2008-ში და 2014-ში. ახლა უკვე აღარ გაუვიდა, ახლა ის ცდილობს, რაღაცნაირად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ისე, რომ სახე მაინც შეინარჩუნოს“, - აცხადებს ნონა მამულაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია

✔️ უკრაინამ შეცვალა სტრატეგია და შეანელა რუსეთის ფედერაციის წინსვლა - NYT

✔️ სევერსკის მიმართულებით ოკუპანტების როტაცია გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

✔️ მალაიზიური MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს