მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინმა წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, შანტაჟმა არ გაამართლა

ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის შანტაჟი ენერგომომარაგების შემცირებით.

„პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე გაზის პლატფორმაზე ვიზიტის დროს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან და ნორვეგიისგან კიდევ უფრო მეტ დახმარებას მიიღებს. 

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპამ დიდი ინვესტიცია განახორციელა განახლებად ენერგიაში და შეამცირა ენერგიის მოხმარება 20%-ით.

„ასე რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ჩვენს დაჩოქებას, მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია. დღეს ჩვენ უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე - სააკაშვილი

👉 სანდუ: 2030 წელს მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

👉 საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

👉 სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების ნიშნები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში - ფსიქოლოგ მაია ცირამუას განმარტება

👉 „ოდნავ მაინც რომ ეკივლა იმ ბავშვს, მე აუცილებლად გავიგებდი“ - 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები

👉 სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს - ლევან იოსელიანი დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე