მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ ვხედავთ უხეშ დარღვევას“ - თეთრი სახლი უკრაინის მიერ აშშ-ის მიწოდებული სამხედრო დახმარების გამოყენებაზე

თეთრი სახლი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, თეთრი სახლი ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებულ სამხედრო დახმარებას უკრაინა არასწორად იყენებს. 

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების გამოყენებაზე, მაშინ ჩვენ არ გვინახავს რაიმე უხეში დარღვევა ან არასწორი გამოყენება“, - აცხადებს კირბი. 

ჯონ კირბის თქმით, სათანადო პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის შესახებ უკრაინა იზიარებს შეერთებული შტატების დამოკიდებულებას.

„უკრაინა იღებს აღჭურვილობას და სისტემებს, რომლებიც შეძენილია გადასახადის გადამხდელთა სახსრებით, მაგრამ ეს არის ომი. ბრძოლის დროს შეუძლებელია სრულყოფილად განჭვრიტოთ ყველა ქვედანაყოფის მოძრაობა“, - აცხადებს ჯონ კირბი.