მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს?

ბრიტანელი პოლიტიკოსები

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გადადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე პარტიაში ლიდერის არჩევნები ჩატარდება, რომელიც გადაწყვეტს, ვინ გახდება ბრიტანეთის მომდევნო პრემიერ-მინისტრი.

ვინ არიან პოტენციური კანდიდატები?

რიში სუნაკი

ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც ოდესღაც კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერად განიხილებოდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეში მისი რეპუტაცია შეირყა მას შემდეგ, რაც იგი ლოკდაუნის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა.  

ის 2015 წელს გახდა დეპუტატი რიჩმონდის ჩრდილოეთ იორკშირის საარჩევნო ოლქში. ვესტმინსტერის მიღმა ცოტას სმენია მის შესახებ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეულ კრიზისთან გამკლავება მან სწრაფად შეძლო. 

ლიზ ტრასი

საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რომელიც ჯონსონის მხარდამჭერთა რიგებშია. 

პირველად 2010 წელს აირჩიეს სამხრეთ-დასავლეთ ნორფოლკის დეპუტატად. ქალბატონი ტრასი პოპულარული ფიგურა კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის ეკონომიკასა და ვაჭრობის შესახებ მისი ლიბერალური შეხედულებების გამო გახდა.

ტრასი ამჟამინდელ თანამდებობას 2021 წლის 15 სექტემბრიდან იკავებს. 

საჯიდ ჯავიდი

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა პრემიერ-მინისტრს პირველი დარტყმა მიაყენა, ხაზი გაუსვა კეთილსინდისიერების აუცილებლობას და ჯონსონს გადადგომისკენ ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა. 

ჯავიდი 2019 წელს პრეტენზიას აცხადებდა კონსერვატორების ლიდერობისთვის და თანამდებობისთვის ბრძოლაში ფინალურ ოთხეულშიც მოხვდა.

ფისკალური კონსერვატორი, რომელმაც პრემიერ-მინისტრი არაერთხელ გააფრთხილა ინფლაციისა და ეროვნული ვალის მზარდი საფრთხეების შესახებ, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყოს. 

ჯერემი ჰანტი

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ვესტმინსტერში გავლენიან პირად დარჩა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ლიდერობის ბრძოლაში ბორის ჯონსონის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

მან საგულდაგულოდ აკონტროლა მთავრობის პოლიტიკა პანდემიის განმავლობაში, როგორც ჯანდაცვის საერთო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ჰანტი იყო სამხრეთ-დასავლეთ სურეის დეპუტატი 2005 წლიდან, იგი მთავრობას 2010 წელს შეუერთდა, როგორც კულტურის მდივანი და ასევე ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის დეპარტამენტს.

მაიკლ გოუვი

ბორის ჯონსონის მიერ მინისტრთა კაბინეტის წევრობის თანამდებობიდან ახლახან გათავისუფლებული მაიკლ გოუვი, რომელმაც მანამდე ორჯერ იყარა კენჭი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

2019 წელს ის ბორის ჯონსონისა და ჯერემი ჰანტის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი მონაწილეობა ლიდერობისთვის ბრძოლაში მოხდა 2016 წელს, ევროკავშირის რეფერენდუმის ფონზე, რომლის დროსაც ის ბრექსიტის დიდი მომხრე იყო. 

2010 წელს ის გახდა განათლების მდივანი და მას შემდეგ სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობებს იკავებდა.

ნადიმ ზაჰავი

ფინანსთა მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მის ადგილას დანიშნული ნადიმ ზაჰავი, რომელსაც დაწინაურებამ ხელი არ შეუშალა, სხვა მინისტრთა ჯგუფს შეუერთდა და ჯონსონს უთხრა, რომ წასვლის დროა.

1967 წელს ერაყში დაბადებული ზაჰავი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ, როდესაც სადამ ჰუსეინი ხელისუფლებაში მოვიდა.

ის კონსერვატორი დეპუტატი 2010 წელს გახდა.

პენი მორდაუნტი

ჰენი მორდაუტი - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის პირველი მდივანი ქალი. 

იყო პორტსმუთის დეპუტატი 2010 წლიდან. მორდაუნტი არის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ხელმძღვანელი და იყო უილიამ ჰეიგის პრესის ოფიცერი, როდესაც ის პარტიის ლიდერი იყო.

ტომ ტუგენდატი

ტომ ტუგენდატის სტილი ბორის ჯონსონის საპირისპიროა - ზომიერი, რომელსაც უყვარს პრაგმატიზმი და არა პოპულიზმი. 

ამ თვისების გამო ტუგენდატი, რომელიც 2015 წელს ტონბრიჯის დეპუტატად აირჩიეს, წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, როგორც კონსერვატიული პარტიის პოტენციური მომავალი ლიდერი.

ბენ უოლესი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მზარდი ყურადღება მიიპყრო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რადგან დიდმა ბრიტანეთმა კიევის იარაღით მომარაგება ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო. 

Brexit-ის მიმართ წინააღმდეგობის მიუხედავად, მისტერ უოლესი ადრე ბორის ჯონსონის წარუმატებელ 2017 წლის ლიდერთა კამპანიას ხელმძღვანელობდა. 

წარსულში იგი მსახურობდა გერმანიაში, კვიპროსში, ბელიზსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

ამავე თემაზე: 

🔴 ბორის ჯონსონი თანამდებობას ტოვებს - Skynews

🔴 შეთქმულება ბორის ჯონსონის წინააღმდეგ? - რატომ განუდგნენ კონსერვატორები ბრიტანეთის პრემიერს

🔴 დიდ ბრიტანეთში ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ჯონსონმა მათი შემცვლელები უკვე მოძებნა