მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეთქმულება ბორის ჯონსონის წინააღმდეგ? - რატომ განუდგნენ კონსერვატორები ბრიტანეთის პრემიერს

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა. 

ბრიტანეთში დიდი პოლიტიკური კრიზისია, რომელიც 5 ივლისს კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა და კანცლერმა თანამდებობები დატოვეს. 

ამას მოჰყვა უმცროსი მინისტრებისა და დეპუტატების მხრიდან გადადგომა, რაც 6 ივლისს ბრიტანეთის პრემიერისთვის „წყალდიდობად“ იქცა.  

ჯერჯერობით, ჯონსონი მაღალჩინოსნების მხრიდან გადადგომის მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებელი რჩება.

რატომ განუდგნენ კონსერვატორები ბორის ჯონსონს? 

ღამე ვესტმინსტერში

კონსერვატიული პარტიის მნიშვნელოვანმა ფუნქციონერმა კრის პინჩერმა პარტიული თანამდებობა სკანდალის შემდეგ დატოვა. პინჩერი ერთ-ერთ კლუბში გამართულ წვეულებაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კაცებზე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ბორის ჯონსონმა ეს ამბავი იცოდა, თუმცა იგი თანამდებობაზე მაინც დანიშნა. 5 ივლისს ბრიტანეთის პრემიერმა აღიარა, რომ პინჩერის დანიშვნა დიდი შეცდომა იყო. 

ბოლო დროს კონსერვატიულ პარტიაში სხვა პრობლემებიც შეიქმნა. აპრილში პირველად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრი პოლიციამ დააჯარიმა, რადგანაც ის კოვიდშეზღუდვების დარღვევაში დაადანაშაულეს.

გადადგება ჯონსონი? ან დანიშნავს საყოველთაო არჩევნებს?

6 ივლისს ჯონსონი დეპუტატების წინაშე თემთა პალატაში გამოვიდა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან გადადგომაზე უარის შემთხვევაში, თავად გადამდგარიყვნენ.  

კონსერვატიული დეპუტატის კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე გარემოება, რომლითაც ის გადადგებოდა, ჯონსონმა უპასუხა, რომ არა.

კაბინეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მდივანი პრიტ პატელი და კანცლერი ნადჰიმ ზაჰავი, რომლებიც 5 ივლისს წინა თანამდებობის პირების ნაცვლად დაინიშნნენ, იმ მაღალჩინოსნებს შორის არიან, რომლებიც ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

პრემიერ-მინისტრს შეუძლია ნდობის გამოცხადების კენჭისყრა მოიწვიოს, თუმცა მასობრივი განდგომის პირობებში ეს მისთვის სახიფათო იქნება. 

კითხვის ნიშნის ქვეშაა ასევე ვადამდელი არჩევნების მოწვევის გზით პოზიციის გამყარებაც, რადგან 5 ივლისს ჩატარებულმა YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 69%-ის აზრით, ჯონსონი უნდა გადადგეს. გარდა ამისა, კონსერვატორების ამომრჩეველთა ნახევარზე მეტსაც იგივე სურს. 

ასე რომ, ბორის ჯონსონი დიდი თავსატეხის წინაშეა. დიდია ალბათობა იმისა, რომ მას რამდენიმე შეცდომა თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს.  

მასალა მომზადებული BBC-ის მიხედვით. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ავიაციას შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა

🔴 უკრაინა ხერსონის გასათავისუფლებლად ემზადება - ISW

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „ის, რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს მსოფლიოში ახორციელებს, არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე“ - დმიტრო კულება

🔴 ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს - ბრიტანული დაზვერვა