მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა - რუსული მედია

ლარსი

რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა, - ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყებამ საზღვარზე შექმნილ ვითარებას „უკიდურესად დაძაბული“ უწოდა.

„საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე, უახლოეს მომავალში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა.

საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი მანქანების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ადგილზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, რაც მოითხოვს დამატებით ზომების მიღებას მოქალაქეების უსაფრთხოების კუთხით“, - ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? - ალეკო ელისაშვილი

🔴 „რუსები აპირებენ საზღვრის გადაკეტვას მამაკაცებისთვის“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 „ემზადებიან დიდი მსხვერპლისთვის, გვამები ათიათასობით დაუბრუნდებათ უკან“ - ბატიაშვილი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციაზე

🔴 რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მძიმე ტექნიკა განათავსა

🔴 „ოკუპაციის რეჟიმში ვართ, ოკუპაცია „ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით, რა მნიშვნელობა აქვს?!“ - გია ხუხაშვილი