მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

24 თებერვალს, რუსთაველზე, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში - ხოშტარია 

დროას ლიდერი

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ  24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქციის დაანონსებისას თქვა, რომ საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო წარსულში არასოდეს წავა. 

„გადავწყვიტეთ დავდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ 24 თებერვალი, მაშინ როცა რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ, თავისუფლების მოყვარე ქვეყანას - უკრაინას, ეს არის წყალგამყოფი. ეს არის არა მხოლოდ უკრაინისთვის წყალგამყოფი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, კაცობრიობისთვის წყალგამყოფი. 

ამ წყალგამყოფში საქართველოს თავისი სიტყვა აქვს სათქმელი. წელს ჩვენ ეს სიტყვა ვთქვით, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ქვეყნის სრული უმრავლესობა დგას უკრაინელების გვერდით, ევროპული მომავლის გვერდით, ღირსების გვერდით, მორალის გვერდით და სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ისტორიის მქონე ქვეყანას სხვა არჩევანი გაეკეთებინა. ოღონდ ეს არჩევანი ჩვენ ბოლომდე გვყავს მისაყვანი. 

ამიტომ, 24 თებერვალს აქ რუსთაველზე კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა, კრიტიკულ მომენტში წყალგამყოფი დღის მომენტში ერთად ვდგებით და ვამბობთ - საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა უკან“, - აცხადებს ხოშტარია. 

ამავე თემაზე:

🔴 „ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ - ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქცია დააანონსეს