მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ - ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქცია დააანონსეს

ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე

სამი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს.

მათ 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.

მოძრაობას აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება გათავისუფლება კოლაბორაციონიზმისგან, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე.

ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, ჩვენ ვაიძულებთ კოლაბორაციონისტებს უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ჩვენ ვიქნებით ხალხთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ, რომელიც მოძრაობის წევრია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას“ - დავით არახამია კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე

👉 ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

👉 „არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, ვინც ამბობს, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს“ - ბორის ჯონსონი

👉 იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს განიხილავს - მედია