მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის ელჩის გაწვევის საკითხი - „ლელო“ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტზე

ლელო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფაა, - ამის შესახებ პარტიას „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„აღნიშნული ვიზიტი მიანიშნებს, საფრთხე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას, რეალურია.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას.

1. საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას, საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.

4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელორუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.

5. გაეროს და ეუთოს შესაბამის ფორმატებს და, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაციებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.

ხელისუფლება, რომელმაც უკვე მრავალი წელი დაკარგა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით რაიმე შედეგის მისაღწევად, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, მორიგ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ უპირისპირებს რუსეთის დღის წესრიგს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველომ კი ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

✔️ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა

✔️ რუსეთიდან წასულების სიები დგება - ვიაჩესლავ ვოლოდინი